გიორგი მელაძე

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ლექსიკოგრაფიული ცენტრის“

წამყვანი სპეციალისტი. ფილოლოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი.

1994 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ 8 ტომის (ასოები C – L) უფროს რედაქტორად, ტერმინოლოგიური კომისიის თავმჯდომარედ. თბილისი, 1996 – 2001 წწ.

პერიოდულად კითხულობდა ლექციებს გერმანიკული ფილოლოგიის შესავალსა და ინგლისური ენის ისტორიაში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური განყოფილების სტუდენტებისათვის.

2001 - 2007 წლებში თანამშრომლობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეუთოს მისიასთან, ნატოს ეგიდით გამოცემულ სამეცნიერო კრებულებში და სხვა.

„დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონის“ უფროსი რედაქტორი. 2010 წ.

„ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

„ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონის“ შემდგენელი. საქართველოს სამხედრო აკადემიის გამომცემლობა, 2010 წ.