2010 . - ინტერნეტში განთავსდა „დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი“. - www.dictionary.ge

2009 . - დასრულდა მუშაობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით შედგენილ „ინგლისურ ქართულ სამხედრო ლექსიკონზე“. ლექსიკონს დართული აქვს ელექტრონული ვერსია. მალე ჩვენს მკითხველებს შევთავაზებთ სამხედრო ლექსიკონის ონლაინ-ვერსიას.

2008 . - დაიწყო მუშაობა „ინგლისურ-ქართულ სასწავლო ლექსიკონზე“. ლექსიკონის დასრულება და გამოცემა 2011 წლისთვისაა დაგეგმილი. ლექსიკონი განკუთვნილია მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის (საშუალო და საშუალოზე მაღალი დონე).

2008 . ივნისი - გამოიცა დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის  
მეცამეტე ტომი – ასო O.

2006 . - დასრულდა მუშაობა და გამოიცა ბრიტანეთის მთავრობის გრანტით დაფინანსებული დიდი ქართულ-ინგლისურ ლექსიკონი (140 000 სიტყვა-სტატია). ლექსიკონი ქართველი და ინგლისელი ლექსიკოგრაფების ერთობლივი პროექტია. ლექსიკონის მთავარი რედაქტორია ცნობილი ქართველოლოგი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი დონალდ რეიფილდი. სარედაქციო კოლეგიის წევრები: რუსუდან ამირეჯიბი, შუქია აფრიდონიძე, ლორენს ბროერსი, თინათინ მარგალიტაძე, არიანე ჭანტურია.

 
Margaliti Limited © 2006. All Rights Reserved