პროფ. შუქია აფრიდონიძე

ილიას უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიის ავტორი.

სამეცნიერო ინტერესები: ქართული ენის სინტაქსი, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფია, სალიტერატურო ენის ნორმალიზაცია-სტანდარტიზაცია, ქართული ენის სწავლება არაქართველთათვის, მეტყველების კულტურა, ენა და კულტურა, მწერლის ენა. კრებულ „ქართული სიტყვის კულტურის საკითხების“ (VI – XII ტტ.) რედაქტორი.

„დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ 13 ტომის (ასოები A – O) სარედაქციო კოლეგიის წევრი. თბილისი, 1995 – 2008 წწ.

„ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

2006 წელს ლონდონში, გამომცემლობა „გარნეტის“ მიერ გამოცემული „დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის“ (140 000 სიტყვა-სტატია) სარედაქციო კოლეგიის წევრი (მთავარი რედაქტორი – პროფ. დონალდ რეიფილდი).