ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში დიდი რაოდენობითაა შეტანილი როგორც სამეცნიერო-ტექნიკური, ასევე ეკონომიკური, ხელოვნების თუ სხვა სფეროებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია.

ავიაცია, ანატომია, ანთროპოლოგია, არქეოლოგია, არქიტექტურა, ასტრონომია, საბანკო საქმე, ბიოლოგია, ბიოქიმია, ბოტანიკა, კომპიუტერული და გამოთვლითი ტექნიკა, გეოგრაფია, გეოლოგია, ეკონომიკა, ელექტროტექნიკა, თეატრთმცოდნეობა, ინფორმატიკა, იურიდიული, მათემატიკა, მედიცინა, მეტალურგია, მინერალოგია, მუსიკა, რადიოტექნიკა, სოფლის მეურნეობა, ტელევიზია, ფერწერა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ფოლკლორი, ხელოვნება, ჰერალდიკა ... (იხ. შემოკლებების სია პირველი ტომის წინასიტყვაობაში) _ ესაა არასრული სია იმ დარგებისა, რომლებიც საკმაოდ სოლიდური რაოდენობის ტერმინებითაა წარმოდგენილი ლექსიკონში.

ტერმინებზე სამუშაოდ შექმნილია ტერმინოლოგიური კომისია, რომლის რედაქტორები სკრუპულოზურ რედაქციას უკეთებენ ყოველ ტერმინს, უპირატესად დიდი ოქსფორდისა და ვებსტერის ლექსიკონების მიხედვით.
ტერმინის ქართული შესატყვისის დადგენა კი ხდება შესაბამის დარგობრივ ლექსიკონებში და ენციკლოპედიურ წყაროებში (იხ. ლექსიკოგრაფიული წყაროები).

 
Margaliti Limited © 2006. All Rights Reserved