დოქტორი ვივიენ ლო
თრინითი კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი

24 დეკემბერი, 1997
ქ-ნ თინათინ მარგალიტაძეს
თბილისი, საქართველო

ძვირფასო თინა,

მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა თქვენს ინგლისურ-ქართულ ლექსიკონთან დაკავშირებით. ეს უზარმაზარი პროექტია და მე გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ თქვენი გამბედაობით. სრულიად ნათელია, რომ სამუშაო სრულდება ძალზე დიდი გულისყურითა და საქმის ჩინებული ცოდნით. ნაშრომში ასახულია როგორც თქვენი კომპეტენტურობა და ინგლისური ენის ბრწყინვალე ცოდნა, ასევე სემანტიკური თეორიის თქვენებული გაგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ წინამდებარე ლექსიკონი უაღრესად სასარგებლო იქნება ინგლისური ენის ქართველი სპეციალისტებისა და შემსწავლელთათვის. გისურვებთ თქვენ და თქვენს გუნდს ყოველგვარ წარმატებას მომავალში და მოუთმენლად ველი პროექტის დროულ დასრულებას.

პატივისცემით,
დოქტორი ვივიენ ლო