Madonna Siharulidze (Georgian Journal, May 6, 2010)

Victoria Todria (Georgia Today, April 30, 2010)

Georgian Journal (April 6, 2010)

Etuna Tsotniashvili (The Messenger, March 11, 2010)

Nugzar B. Ruhadze (Georgian Journal, February 18, 2010)

Howard I. Aronson, Chicago University, USA, March 8, 1998

Vivien A. Law, Cambridge University, Great Britain, December 24, 1997

Niko Kiasashvili, Tbilisi State University, February 2, 1996

Leila Gamsakhurdia, Tbilisi State University, February 2, 1996


Readers' Feedback

მანანა ანთაძე
"კარგი ლექსიკონი ყველა მთარგმნელის ოცნებაა. თანამედროვე ტექსტს თარგმნი თუ ძველს, მხატვრულს თუ ტექნიკურს, გამუდმებით გრძნობ რომ სიტყვების მნიშვნელობა ბოლომდე არასოდეს არის ამოწურული და უამრავ ნიუანსს შეიცავს. სწორედ ასეთ ნიუანსებს გთავაზობს ეს არაჩვეულებრივი ლექსიკონი, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ შექმნილა.

თინათინ მარგალიტაძეს და მის გუნდს დიდი მადლობა. მართლა მარგალიტია, ნამდვილი განძია"


ხათუნა თუმანიშვილი

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ ლექსიკონის ავტორებს. ძალიან მრავალმხრივი და სერიოზული ნამუშევარია, რომელიც ნამდვილად დიდ დახმარებას გაუწევს ინგლისური ენის საფუძვლიან შესწავლაში როგორც სტუდენტებს, ისე ნებისმიერ მსურველს. ჩემთვის ის სამაგიდო წიგნად იქცა.“

მ. შეწირული
"ყოველი წიგნი არის დასტური იმისა, რომ უდიდესი პროფესიონალები ასრულებენ საშვილიშვილო, მართლაც ძალიან საშურ და ეროვნულ საქმეს. საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე ეს კიდევ უფრო დასაფასებელია, როცა წარმოიდგენ, უთუოდ რამდენი პრობლემის, გაჭირვებისა და წინააღმდეგობის დაძლევა გიხდებათ. დიდი მადლობა ამ პროფესიონალიზმისათვის, ამ თავდადებისათვის ....“

მ. საჯაია
"მიმაჩნია, რომ საშვილიშვილო საქმეს აკეთებთ. ასეთი ყოვლისმომცველი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი დღევანდელ ვითარებაში და მით უმეტეს ხვალ და ზეგ... ყველასათვის სამაგიდო წიგნი იქნება.
გისურვებთ წარმატებებს თქვენს თავდადებულ შრომაში.“

მ. პაიჭაძე
"უდაოდ დიდი საქმე კეთდება ამ ლექსიკონის გამოცემით, რომელსაც ქართულ სინამდვილეში ჯერ-ჯერობით ანალოგი არა აქვს.“

ვიკა კუპრაშვილი
"მოუთმენლად ველოდები ყოველი ახალი რვეულის გამოსვლას. ეს ლექსიკონი სწორედ ისეთია, როგორიც თანამედროვე დონეს შეეფერება თავისი შინაარსით, თარგმნის სიზუსტით და ქართულ ენასთან მისადაგებით. დიდი მადლობა გაწეული მუშაობისთვის.“

თ. დემეტრაძე
"... დიდი მადლობა თქვენი ტიტანური შრომისთვის.“

ქეთი არსენიძე
"ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მოუთმენლად ველოდები ყოველი ახალი ტომის გამოცემას. ძალიან დიდი ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ სიტყვების ასეთი ზუსტი და კარგი ახსნა არც ერთ ლექსიკონს არა აქვს, თუ არ გავითვალისწინებთ ინგლისური ენის განმარტებით ლექსიკონს (Oxford). დიდი მოწიწებით გიხდით მადლობას.“

 
Margaliti Limited © 2006. All Rights Reserved