პროფ. არიანე ჭანტურია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის საპატიო პროფესორი.
ცნობილი მთარგმნელი და რედაქტორი.
სხვადასხვა დროს აქტიურად თანამშრომლობდა და თანამშრომლობს არქეოლოგიური კვლევის ცენტრთან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტთან, თსუ ქართველოლოგიურ ცენტრთან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან და სხვა.
„დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ 13 ტომის (ასოები A – O) სარედაქციო კოლეგიის წევრი. თბილისი, 1995 – 2008 წწ.
„ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.
2006 წელს ლონდონში, გამომცემლობა „გარნეტის“ მიერ გამოცემული „დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის“ (140 000 სიტყვა-სტატია) ერთ-ერთი შემდგენელი და რედაქტორი (მთავარი რედაქტორი – პროფ. დონალდ რეიფილდი).
|