მადონა სიხარულიძე („ჯორჯიან ჯერნალი“, 6 მაისი, 2010 წ.)

ვიქტორია თოდრია („ჯორჯია თუდეი“, 30 აპრილი, 2010 წ.)

"ჯორჯიან ჯერნალი" (6 აპრილი, 2010)

ეთუნა ცოტნიაშვილი („მესინჯერი“, 11 მარტი, 2010წ.)

ნუგზარ რუხაძე ("ჯორჯიან ჯერნალი" 18 თებერვალი 2010)

ჰოვარდ არონსონი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, აშშ, 8 მარტი, 1998 წ.

ვივიენ ლო, კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი, 24 დეკემბერი, 1997 წ.


ნიკო ყიასაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი („ლიტერატურული საქართველო“, 2 თებერვალი, 1996 წ.)

ლეილა გამსახურდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი („ლიტერატურული საქართველო“, 2 თებერვალი, 1996 წ.)

 

ლექსიკონის მკითხველები:

მანანა ანთაძე
"კარგი ლექსიკონი ყველა მთარგმნელის ოცნებაა. თანამედროვე ტექსტს თარგმნი თუ ძველს, მხატვრულს თუ ტექნიკურს, გამუდმებით გრძნობ რომ სიტყვების მნიშვნელობა ბოლომდე არასოდეს არის ამოწურული და უამრავ ნიუანსს შეიცავს. სწორედ ასეთ ნიუანსებს გთავაზობს ეს არაჩვეულებრივი ლექსიკონი, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ შექმნილა.

თინათინ მარგალიტაძეს და მის გუნდს დიდი მადლობა. მართლა მარგალიტია, ნამდვილი განძია"


ხათუნა თუმანიშვილი

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ ლექსიკონის ავტორებს. ძალიან მრავალმხრივი და სერიოზული ნამუშევარია, რომელიც ნამდვილად დიდ დახმარებას გაუწევს ინგლისური ენის საფუძვლიან შესწავლაში როგორც სტუდენტებს, ისე ნებისმიერ მსურველს. ჩემთვის ის სამაგიდო წიგნად იქცა.“

მ. შეწირული
"ყოველი წიგნი არის დასტური იმისა, რომ უდიდესი პროფესიონალები ასრულებენ საშვილიშვილო, მართლაც ძალიან საშურ და ეროვნულ საქმეს. საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე ეს კიდევ უფრო დასაფასებელია, როცა წარმოიდგენ, უთუოდ რამდენი პრობლემის, გაჭირვებისა და წინააღმდეგობის დაძლევა გიხდებათ. დიდი მადლობა ამ პროფესიონალიზმისათვის, ამ თავდადებისათვის ....“

მ. საჯაია
"მიმაჩნია, რომ საშვილიშვილო საქმეს აკეთებთ. ასეთი ყოვლისმომცველი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი დღევანდელ ვითარებაში და მით უმეტეს ხვალ და ზეგ... ყველასათვის სამაგიდო წიგნი იქნება.
გისურვებთ წარმატებებს თქვენს თავდადებულ შრომაში.“

მ. პაიჭაძე
"უდაოდ დიდი საქმე კეთდება ამ ლექსიკონის გამოცემით, რომელსაც ქართულ სინამდვილეში ჯერ-ჯერობით ანალოგი არა აქვს.“

ვიკა კუპრაშვილი
"მოუთმენლად ველოდები ყოველი ახალი რვეულის გამოსვლას. ეს ლექსიკონი სწორედ ისეთია, როგორიც თანამედროვე დონეს შეეფერება თავისი შინაარსით, თარგმნის სიზუსტით და ქართულ ენასთან მისადაგებით. დიდი მადლობა გაწეული მუშაობისთვის.“

თ. დემეტრაძე
"... დიდი მადლობა თქვენი ტიტანური შრომისთვის.“

ქეთი არსენიძე
"ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მოუთმენლად ველოდები ყოველი ახალი ტომის გამოცემას. ძალიან დიდი ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ სიტყვების ასეთი ზუსტი და კარგი ახსნა არც ერთ ლექსიკონს არა აქვს, თუ არ გავითვალისწინებთ ინგლისური ენის განმარტებით ლექსიკონს (Oxford). დიდი მოწიწებით გიხდით მადლობას.“

 
Margaliti Limited © 2006. All Rights Reserved